ლალი როინიშვილის კვლევა

კვლევა - ლალი როინიშვილი

პრაქტიკის კვლევა ,,შემაჯამებელი სამუშაო და მისი შესაბამისობა საგნობრივ სტანდარტთან“ ლალი როინიშვილი 180-ე საჯარო სკოლა 2018 წელი სარჩევი შესავალი თავიI 1.1. ინფორმაცია სკოლის შესახებ,სამიზნე ჯგუფი --------------------გვ.4 1.2. პრობლემა და საკვლევი საკითხის მიმოხილვა -------------------- გვ.5 1.3.საკითხის აქტუალობა დასაბუთება -----------------------------------გვ.5 თავიII 1.ლიტერატურის მიმოხილვა ---------------------------------------------გვ.6 თავიIII 3.1. საკვლევი კითხვების ფორმულირება --------------------------------გვ.9 3.2.კვლევის მიზნები და ამოცანები ---------------------------------------გვ.9 თავი IV 4.1. კვლევის მეთოდების განხილვა --------------------------------------გვ.10 4.2. კვლევის ვადები ---------------------------------------------------------გვ.11 4.3.ინტერვენციის დაგეგმვა -------------------------------------------------გვ.12 4.4. ინტერვენციის შედეგები და მათი ანალიზი --------------------------გვ.16 თავი V 5.1. მონაცემთა ანალიზი ------------------------------------------------------ გვ.17 თავი VI 6.1.მიგნებები,რეკომენდაციები-----------------------------------------------გვ.26 6.2.კვლევის ნაკლოვანებები---------------------------------------------------გვ.26 დასკვნა --------------------------------------------------------------------------გვ.26 ბიბლიოგრაფია -----------------------------------------------------------------გვ.27 დანართები ------------------------------------------------------------- --------გვ.28 რეფლექსია კვლევის გაზიარების შესახებ -----------------------------------გვ.43 შესავალი სკოლაში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების აუცილებელი პირობაა პროფესიულად მზარდი მასწავლებელი ,რომელიც მუდმივად განაახლებს საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკას. ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, მოსწავლე სამი კომპონენტით ფასდება. ერთ-ერთი მათგანი, ძალიან მნიშვნელოვანი, შემაჯამებელი დავალებაა. შესრულებული შემაჯამებელი სამუშაოები არაჩვეულებრივი მასალაა იმისათვის, რომ მასწავლებელმა მის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობების რეფლექსია მოახდინოს, შეფასდეს როგორც მოსწავლის ,ისე მასწავლებლის მუშაობა,დადგინდეს ,რამდენად კარგად არის ათვისებული კონკრეტული თემა,გამოვლინდეს იდივიდუალური წარმატებები , ასევე ხარვეზები და დაიგეგმოს მათი გამოსწორების სტრატეგიები. როგორც აღვნიშნე, შემაჯამებელი დავალების კომპონენტი უკავშირდება სწავლა-სწავლების შედეგს. ამ კომპონენტით ფასდება ერთი სასწავლო მონაკვეთის შესწავლა-დამუშავების შედეგად მიღწეული შედეგები. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული ცოდნისა და უნარების წარმოჩენა. შესაბამისად, შემაჯამებელი დავალებები ისტორიაში უნდა ამოწმებდეს ისტორიის სტანდარტებით განსაზღვრულ შედეგებს. წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს სსსიპ ქალაქ თბილისის 180-ე საჯარო სკოლის VIII კლასში განხორციელებულ პრაქტიკული კვლევის ანგარიშს. პრობლემა მდგომარეობს შემდეგში : ისტორიის სტანდარტით განსაზღვრული შედეგების მხოლოდ 60 % ამოწმებს ჩემს მიერ შედგენილი და გამოყენებული შემაჯამებელი სამუშაოები VIII კლასში. კვლევისათვის VIII კლასი შევარჩიე რადგან აქ სტანდარტით გათვალისწინებულია 18 შედეგი, შესაბამისად მხოლოდ სწორად დაგეგმილი და სხვადსხვა ტიპის შემაჯამებლებით იქნებოდა სტანდარტით გათვალისწინებული შედეგები სრულად დაფარული. დავინტერესდი ჩემი კოლეგების მოსაზრებით ამ თემასთან დაკავშირებით,ჩავატარე წერილობითი გამოკითხვა,აღმოჩნდა რომ მათთვისაც აქტუალური და საინტერესო იყო ეს საკითხი. ნაშრომში განხილულია შემაჯამებელი სამუშაოების ანალიზის საფუძველზე გამოკვეთილი პრობლემა და პრობლემის გადასაჭრელად დაგეგმილი და განხორციელებული ცვლილებები. მრავალფეროვანი და სწორად დაგეგმილი შემაჯამებელი დავალების ეფექტიანობა. ეროვნული სასწავლ გეგმის მიხედვით, სტანდარტის მოთხოვნათა შესასრულებლად რეკომენდებულია შემაჯამებელ დავალებათა მრავალი ფორმის გამოყენება. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 180-ე საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა და ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლებმა. კვლევის დროს გამოვიყენე როგორც თვისობრივი( დაკვირვება ფოკუს ჯგუფებზე), ასევე რაოდენობრივი მეთოდები(ანკეტირება). დავგეგმე ინტერვენციები, კერძოდ,სხვადსხვა ტიპის შემაჯამებელი სამუშაოები ,(რეფერატი ,პროექტი),მათი შედეგების ანალიზი. მიღწეული შედეგების მიხედვით მოვახდინე შემაჯამებლების დიფერენცირება. თავიI 1.1. ინფორმაცია სკოლის შესახებ,სამიზნე ჯგუფი თბილისის 180-ე საჯარო სკოლაში სწავლობს 1801 მოსწავლე და მუშაობს 92 პედაგოგი,აქედან 46 უფროსი.სკოლას აქვს სწავლებისათვის ყველა საჭირო რესურსი,კომპიუტერებით აღჭურვილი კაბინეტები და ინტერნეტი,სპორტის დარბაზი,ბიბლიოთეკა.კვლევის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა სკოლის VIIIკლასის 30 მოსწავლე,სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლე კლასში არ არის. კვლევა განხორციელდა 2017-2018 სასწ. და გრძელდებოდა 8 თვე 1.2. პრობლემა და საკვლევი საკითხის მიმოხილვა გასულ სასწავლო წელს ძირითადად მხოლოდ ტესტურ ფორმის შემაჯამებლებს ვიყენებდი ,თუმცა უნდა აღვნიშნო ,რომ დავალებები არ იყო ერთფეროვანი (მაგ. ინფორმაციის დაჯგუფება,თემა მსჯელობისათვის , ილუსტრაციებზე მოცემული ინფორმაციის ანალიზი,ფაქტების და მოვლენების ქრონოლოგიურად დალაგება,ფაქტის და მოვლენის დაკავშირება) და აფასებდა როგორც დაბალ ისე მაღალ სააზროვნო უნარებს. პრობლემა რომელიც გამოიკვეთა გასული სასწავლო წლის VIII კლასის შემაჯამებლების ანალიზის საფუძველზე , ჩემს მიერ შედგენილი და გამოყენებული შემაჯამებლებით ვამოწმებდი საგნობრივი სტანდარტის მხოლოდ 61 პროცენტს. შემაჯამებელი სამუშაო მნიშვნელოვანი კომპონენტია სწავლა სწავლების შედეგის გასაანალიზებლად,ასევე იმისათვის რომ მასწავლებელმა მის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობების რეფლექსია მოახდინოს. წინამდებარე პრაქტიკული კვლევის მიზანია ,სხვადასხვა ტიპის ,სწორად შედგენილი შემაჯამებელი სამუშაოებით ,მოსწავლეებს მივცე საშუალება მაქსიმალურად წარმოაჩინონ სტანდარტით განსაზღვრული ცოდნა და უნარები. გაუმჯობესდეს ჩართულობისა და სწავლა სწავლების ხარისხი. 1.3.საკითხის აქტუალობა დასაბუთება როგორ უნდა შევამოწმოთ მოსწავლეთა ცოდნა? ჩვენივე შედეგები? როგორ უნდა გავაკეთოთ ანალიზი – რა არის მათი ძლიერი და სუსტი მხარეები? დახურული კითხვებით ეს ვერასოდეს მოხდება. დახურული კითხვებით ჩვენ ვამოწმებთ მხოლოდ მათ მეხსიერებას და გვერდზე გვრჩება მოსწავლის ანალიტიკური აზროვნება, სურვილი – იმსჯელოს მიზეზებზე, შედეგებსა და პროცესებზე და შეაფასოს ისინი. ,,.. მასწავლებლების დიდ ნაწილს ჯერ კიდევ უჭირს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და საგნობრივი სტანდარტის შედეგებისა და ინდიკატორების მიხედვით შემაჯამებელი სამუშაოების მიზნის განსაზღვრა და მისი შესაბამისი დავალებების შედგენა, შეფასებისა და შემაჯამებელი სამუშაოების ანალიზის სქემების შემუშავება. სკოლებში ძირითადად გამოიყენება შემაჯამებელი სამუშაოების ერთი ფორმა - ტესტური დავალებები, რომელიც ბევრ შემთხვევაში, მხოლოდ დახურული ტიპის დავალებებს და ამოწმებს დაბალ სააზროვნო უნარებს მოიცავს..“ (http://mastsavlebeli.ge/?p=242) გამოკითხვის შედეგად კოლეგების უმეტესობა,იყენებს მხოლოდ ტესტური ფორმის შემაჯამებლებს, შესაბამისად ფარავს საგნობრივი სტანდარტის მცირე ნაწილს ან უბრალოდ არ ახდენს შედეგების სიღრმისეულ ანალიზს , მათ გაზომვას ,ხარვეზების გამოვლენას, რაც ნიშნავს რომ ვერ დაგეგმავს ინტერვენციას ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად და ვერ გააუმჯობესებს სწავლა სწავლების ხარისხს. თავიII 2.ლიტერატურის მიმოხილვა ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულია, რომ: „სტანდარტის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად, აუცილებელია შემაჯამებელი დავალების მრავალგვარი ფორმის გამოყენება (თხზულება, მოხსენება, რეფერატი, პროექტი, საველე-გასვლითი სამუშაო, ლაბორატორიული კვლევა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუში და სხვ.). თითოეული მასწავლებელი ვალდებულია, შეაგროვოს და შეინახოს მის მიერ კლასში ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. აღნიშნულ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს: სტანდარტის ის შედეგი/ შედეგები, რომლის შეფასებასაც ემსახურებოდა კონკრეტული შემაჯამებელი დავალება; კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდა ეს დავალებები; მოსწავლეების მიერ შესრულებული და მასწავლებლის მიერ შეფასებული სამუშაოს რამდენიმე ნიმუში ან შესრულებული სამუშაოს ამსახველი ვიზუალური მასალა; თითოეული კლასის მოსწავლეთა მიერ მიღებული ქულები“. როგორც უკვე აღვნიშნე ,შემაჯამებლის ერთერთი ფორმაა ტესტი. პედაგოგიური ტესტი იმდენივე დროს ითვლის რამდენსაც თვითონ პედაგოგიური საქმინაობა.პიროვნების წარმატებულობის და ცოდნის დონის შემოწმების პირველი მცდელობა იყო ჩინეთში ჩვენს ერამდე და ის ემსახურებოდა ლიტერატურის დარგში თანამდებობის დაკავებას. ევროპაში 1790-1870 წლებში იყენებდნენ ცოდნის შესამოწმებელ გამოცდებს სახელმწიფო სამსახურში აყვანისას. პირველი პედაგოგიური ტესტი 1864 წელს შექმნა ინგლისელმა ჯორჯ ფიშერმა და იყო სასკოლო მიღწევის ტესტი,,scale books”. 1920 წლიდან ოთხწლიანი საყოველთაო განათლების შემოღბის შემდეგ შეიმუშავეს ,,ტაბელი“ სადაც ხდებოდა სასკოლო მიღწევების და ,უნარების და ინტერესების აღრიცხვა. პედაგოგიური ტესტები მასიურად გამოიყენეს 1960 წლიდან. ტესტები ბავშვების გონებრივ განვითარებას ამოწმებდა და სავალდებულო იყო სასკოლო სწავლების დაწყების წინ. ნაშრომში ,,როგორ შევადგინოთ პედაგოგიური ტესტი“ (https://drive.google.com/file/d/0B2_HgME3hgBoandJVUNTbTRTcG8/edit) ვკითხულობთ რომ პედაგოგის მიერ შედგენილი ტესტი არის დავალებათა ერთობლიობა, რომლის მეშვეობითაც მოწმდება მოსწავლეების ცოდნის დონე. პედაგოგის მიერ შექმნილი ტესტები თავის მხრივ შეიძლება იყოს: 1.ჰომოგენური (ერთგვარვანი ) და ჰეტეროგენული (არაერთგვაროვანი) 2.მიმდინარე ,შემაჯამებელი, მისაღები და საკვალიფიკაციო. რაც შეეხება შემჯამებელ ტესტებს გამოიყენება შედარებით დიდი მოცულობის მასალის შესამოწმებლად, გარკვეულო თემის ან დროის მონაკვეთის დასრულებისას. შემაჯამებელი ტესტირება შესაძლებლობას იძლევა შეფასდეს როგორც მოსწავლის ,ისე მასწავლებლის მუშაობა,დადგინდეს ,რამდენად კარგად არის ათვისებული კონკრეტული თემა,გამოვლინდეს იდივიდუალური წარმატებები ,ასევე ხარვეზები და დაიგეგმოს მათი გამოსწორების სტრატეგიები. ამ ტიპის ტესტების შედგენა ძალიან მნიშვნელოვანია.ამ ტიპის ტესტი უნდა გამოირჩეოდეს მაღალი ვალიდობით და სანდოობით. შემაჯამებელი ტესტები ძირითადად ჰომოგენური და კრიტერიუმზე ორიენტირებულია. ტესტირებას როგორც შეფასების მეთოდს თავის ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს. ტესტის შემუშავება მოიცავს შემდეგ საფეხურებს: 1. სასწავლო მიზნების ფორმულირება; 2. ტესტური პროექტის (მატრიცის) შედგენა; 3. ტესტური დავალებების შედგენა; 4. ტესტური დავალებების განხილვა და შეფასება; 5. ტესტის საბოლოო ვარიანტის შექმნა.  ტესტის შედგენამდე განსაზღვრული უნდა იყოს საგნის სასწავლო მიზნები, რათა შესაფასებელ მასალას ტესტი სწორად მოვარგოთ. სასწავლო მიზანი სწავლების პროცესის აუცილებელი კომპონენტია. სასწავლო მიზანი განსაზღვრავს, თუ რა უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს და რა უნდა შევაფასოთ. სასწავლო მიზანი იმგვარად უნდა იყოს ფორმულირებული ,რომ კარგად ასახავდეს სწავლის შედეგს. რა უნდა იცოდეს მოსწავლემ საგნის ან კონკრეტული თემის შესწავლის დასრულების შემდეგ. ძირითადად სასწავლო მიზნების ფორმულირებაში ეყრდნობიან ბენჯამენ ბლუმის მიერ შემუშავებულ სასწავლო მიზნების იერარქიას რომელიც 1950-იან წლებში შეიქმნა. ბლუმი და მისი კოლეგები(Bloom,kratwoh & Masia,1964) დაეხმარენ პედაგოგებს სასწავლო მიზნების ჩამოყალიბებაში. ხშირად მოსწავლის ცოდნის შეფასებისას ამოწმებენ იმას თუ რამდენად დაიმახსოვრა მოსწავლემ გარკვეული მასალა,მაშინ როდესაც გარკვეული ყურადღება ეთმობა მასალის გაგებას, მისი განზოგადებისა და ცოდნის გამოყენების უნარს ნაცნობ და ახალ სიტუაციაში, მიღებული ცოდნაზე დაყრდნობით მოსაზრებების ჩამოყალიბებას და და მსჯელობას.ამას მოწმობდა ბლუმის თანამედროვე მეცნიერების(Fleming,M, &Chambers,B.1983) მიერ ცატარებული კვლევა. მათ გაანალიზეს 8800 სასკოლო დავალება.აღმოჩნდა რომ დავალებების 80 პროცენტი ამოწმებდა ფაქტების და მოვლენების მხოლოდ ცოდნას.ბ.ბლუმმა კი შემოგვთავაზა მოდელი, რომლის გამოყენებით შესაძლებელია მოსწავლის აზროვნების უნარის შემოწმება სხვა დონეზეც. ეს ტაქსონომია სასწავლო მიზნების იერარქიას კოგნიტურ სფეროში განიხილავს. ის შედგება ექვსი დონისაგან, რომელთაგან ყველაზე დაბალი ცოდნის ხოლო ყველაზე მაღალია შეფასების დონე. მას შემდეგ რაც ზუსტად განვსაზღვრავთ სასწავლო მიზანს შემდეგი ეტაპია ტესტური პროექტის შედგენა.ტესტური პროექტი გულისხმობს ზოგადი გეგმების შემუშავებას, თუ რას ვზომავთ, რა ტიპის ფორმატს ვიყენებთ, რამდენად ადეკვატურია ეს ფორმატი. პროექტზე დაფუძნებული სწავლება ხელს უწყობს ინტეგრირებულ სწავლებას. დაწყებული რამდენიმე დღიანი სასწავლო პროექტიდან, რომელიც ერთი რომელიმე თემის გარშემო კონცენტრირდება და დამთავრებული პროექტებით, რომლებიც შეიძლება მთელი წლის სასწავლო გეგმას ფარავდეს. ის მოსწავლეებს მნიშვნელოვანი პრობლემების გამოძიებისკენ უბიძგებს. პროექტები, რომლებიც სწავლის მაღალ ხარისხს განაპირობებენ, შეიძლება განსხვავდებოდეს: თემატიკისა და მასშტაბის, შესასრულებელი დროის და კლასის მიხედვით. პროექტებზე მუშაობა ააქტიურებს მოსწავლეებში ისეთ უნარებს როგორებიცაა:  პრობლემის გადაჭრის  გადაწყვეტილების მიღების  ძიების  დოკუმენტირების  ინტერვიუს აღების  შემოქმედებით  კვლევის პროექტებზე დაფუძნებული სასწავლო გეგმა მოიცავს მნიშვნელოვან კითხვებს, რომლებიც აკავშირებს საგნობრივ სტანდარტებსა და მაღალ სააზროვნო დონეს ცხოვრებისეულ მიზნებთან. მოსწავლეებს უწევთ რეალური, ცხოვრებისეული როლების თამაში და მნიშვნელოვანი დავალებების დასახელებული ლიტერატურის გაცნობის და დამუშავების შემდეგ.მივედი იმ დასკვნამდე,რომ მასწავლებელმა,კონკრეტულად უნდა განსაზღვროს რისი შეფასება სურს ამ კონკრეტული შემაჯამებლით და ისე შეადგინოს დავალება / დავალებები . თემის /თემების შესაჯამებლად უნდა გამოიყენოს სხვადსხვა ტიპის დავალება რადგან მხოლოდ ტესტური სახის შემაჯამებლები არ იძლევა სტანდარტით გათვალისწინებული შედეგების სრულყოფილად დაფარვის საშუალებას. ასევე, არსებობს საფრთხე, რომ მოსწავლე ადვილად შეძლებს შემოსახაზი პასუხის ამოცნობას და ამის გამო ნიშნით განსაზღვრული ცოდნის დონე ვერ იქნება შესაბამისი მოსწავლის რეალური დონის. აქედან გამომდინარე მრავალფეროვანი შემაჯამებლების ჩატარებით, ეს საფრთხე მინიმალურია, ამასთანავე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ,მოსწავლეებს უვითარდებათ სხვადასხვა უნარები. თავიIII 3.1. საკვლევი კითხვების ფორმულირება  შესაძლებელია თუ არა მრავალფეროვნი და სწორად შედეგენილი შემაჯამებელი სამუშაოებით საგნობრივი სტანდარტის ძირითადი შედეგის დაფარვა?  რამდენად განსაზღვრავს სწორად შედგენილი შემაჯამებელი მიღწეული შედეგისა და ხარვეზის გამოვლენის შესაძლებლობას?  რომელ სააზროვნო უნარებზეა გათვლილი შემაჯამებელი სამუშოს დავალებები?  იცვლება თუ არა მოსწავლეთა ჩართულობა, ინტერესი და აკადემიური მოსწრება სხვადასხვა ტიპის შემაჯამებლებზე მუშაობისას?  საგნობრივი სტანდარტით განსაზღვრული შედეგების რა ნაწილს ამოწმებს ჩემს მიერ შედგენილი და გამოყენებული შემაჯამებელი სამუშაოები VIII კლასში ინტერვენციის შემდეგ? 3.2.კვლევის მიზნები და ამოცანები ჩემს მიერ განხორციელებული კვლევის მიზანია წლის მანძილზე ჩატარებული შემაჯამებლების ანალიზის საფუძველზე დავადგინო, სტანდარტით გათვალისწინებულ , წლის ბოლოს მისაღწევ ,რამდენ შედეგზე გავედი. სხვადასხვა ტიპის შემაჯამებელი დ კვლევა საშუალებას მომცემს დავაკვირდე მოსწავლეთა შედეგებს ,განვახორციელო გარკვეული ინტერვენციები სწავლა-სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად,რაც გამომადგება სწავლის პროცესის უკეთ დაგეგმვასა და წარმართვაში. კვლევის პროცესში უნდა მოხდეს შემდეგი ეტაპების გავლა:  პრობლემის გამოკვეთა  კოლეგების გამოკითხვა და მსგავსი პრობლებმის არსებობის შემთხვევაში მათი დამოკიდებულების განსაზღვრა ამ საკითხისადმი.  სამუშაო შეხვედრები კოლეგებთან,რომელიც ეხება შემაჯამებელ სამუშაოებს  სწორად დაგეგმილი და სხვადასხვა ტიპის შემაჯამებელი სამუშაოებით , მოსწავლეებს მივცე საშუალება მაქსიმალურად წარმოეჩინონ სტანდარტით განსაზღვრული ცოდნა და უნარები.  ინტერვენციის დაგეგმვა და განხორციელება,შესაბამისად ჩართულობისა და სწავლა სწავლების ხარისხის გაუმჯობესება.  მიღწეული შედეგების შეფასება  მიღწეული შედეგების გაზიარება კოლეგებისათვის და უკუკავშირის მიღება თავი IV 4.1. კვლევის მეთოდების განხილვა კვლევის სანდოობის გაზრდის მიზნით მონაცემთა შეგროვების მეთოდებად გამოვიყენე  რაოდენობრივი(გამოკითხვა,მონაცემთა ანალიზი) ა) კითხვარი კოლეგებისათვის,,როგორ გეგმავთ შემაჯამებელ სამუშაოებს“ მონაცემთა შეგროვების რაოდენობრივი მეთოდის გამოყენებით ,კერძოდ ანკეტირებით გამოიკვეთა,რომ კოლეგებისათვისაც მაღალი ინტერესი აღნიშნული საკითხის მიმართ. კითხვები იყო დახურული,ანონიმური რადგან კოლეგები ყოფილიყვნენ გულწრფელები პასუხის გაცემის დროს,შესაბამისად პასუხები სანდო და ზუსტი. ბ) გასული სასწავლო წლის ტესტების საერთო მონაცემთა ანალიზის საფუძველზე მოხდა პრობლემის გამოკვეთა ,კერძოდ, VIII კლასში ჩატარებული შემაჯამებელი სამუშაოები, ინფორმაციას მაძლევდა,საგნობრივი სტანდარტით გათვალისწინებული შედეგების მხოლოდ 61% -ზე. გ) კითხვარი ,, რა ტიპის შემაჯამებელი სამუშაოებს ანიჭებენ მოსწავლეები უპირატესობას და რატომ“  თვისობრივი (დაკვირვება) ფოკუსირებული დაკვირვებას ვახორციელებდი თითოეული ინტერვენციის შემდეგ მოსწავლეთა შედეგებზე, შემაჯამებელი სამუშაოების მონაცემთა ანალიზი საფუძველზე . მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული კვლევის პროცესში(ვატარებდი გამოკითხვას რამდენად საინტერესო იყო მათთვის ახალი ტიპის შემაჯამებელი სამუშაო, რა იცოდნენ პროექტზე მუშაობამდე და რა ისწავლეს ?) მოსწავლეებისათვის საინტერესო აღმოჩნდა სხვადსხვა ტიპის შემაჯამებელი სამუშაოების შესრულება, გაიზარდა ჩართულობა. მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა რომ განსაკუთრებით საინტერესო იყო პროექტზე მუშაობა, რომელიც მოიცავდა : კვლევას,შეფასებას ,პრეზენტაციას ,თანამშრომლობას . 4.2. კვლევის ვადები აქტივობა ოქტომბერი ნოემბერი დეკემბერი იანვარი თებერვალი მარტი პრილი მაისი პრობლემის იდენტიფიცირება  კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება  კითხვარი კოლეგებისათვის  სავარაუდო ინტერვენციების დაგეგმვა  ინტერვენციის განხორციელება/ ანალიზი (შემაჯამებელიN1)  ინტერვენციის განხორციელება/ ანალიზი (შემაჯამებელიN2)  ინტერვენციის განხორციელება/ ანალიზი (შემაჯამებელიN3)  ინტერვენციის განხორციელება/ ანალიზი (შემაჯამებელიN4)   ინტერვენციის განხორციელება /ანალიზი (შემაჯამებელიN5)  სამუშაო შეხვედრა   კითხვარი მოსწავლეებისათვის  პრეზენტაცია კოლეგებისათვის კვლევის შედეგების გაცნობა  4.3.ინტერვენციის დაგეგმვა და განხორციელება პრობლემის აღმოჩენისა და გაანალიზების შემდეგ დაიგეგმა შემდეგი ინტერვენციები:  დავგეგმე სხვადასხვა ტიპის შემაჯამებლი, მათი შედგენისას ვითვალისწინებდი მის კავშირს საგნობრივ სტანდარტთან,ასევე რა ცოდნა და უნარები უნდა შეემოწმებინა თითოეულ მათგანს.  შემაჯამებელის შედგენისას ვითვალისწინებ როგორც დაბალი სააზროვნო უნარების დავალებებს ასევე დავალებას მსჯელობისა და შეფასებისათვის.  ყველა შემაჯამებელს ვაანალიზებ მოსწავლეებთან ერთად,რა იყო რთული /მარტივი/ საინტერესო და ვაწვდი მოსწავლეებს უკუკავშირს.  სამუშაო შეხვედრა კოლეგებთან. თემა ,,შემაჯამებელი დავალება“  ანკეტური გამოკითხვა საწავლო წლის ბოლოს, ბოლო შემაჯამებელი სამუშაოს შემდეგ, განხორციელებული ინტერვენციების შეფასების მიზნით. შემაჯამებელი N1 შერეული ტიპის(დანართი N3) - შემაჯამებელი მოიცავს შემდეგი ტიპის დავალებებს: 1-6 (0,5ქ)შეკითხვა არის არჩევითბოლოიანი,ემსახურება ფაქტობრივი მასალის შემოწმებას. ამოწმებს ისტ.VIII.11 (საკუთარი უფლებებიდან გამოყოფს თანდაყოლილ და შეძენილ უფლებებს,ასახელებს ღირებულებებს რომლებიც აღნიშნულ უფლებებს დაედო საფუძვლად). მეშვიდე დავალება (2ქ) ამოწმებს ისტ.VIII.6. (ცხრილის საშუალებით აჯგუფებსკონფლიქტის მიზეზს,საბაბს,შედეგს) . მერვე დავალება (1ქ) ამოწმებს ისტ.VIII.1. (ალაგებს ფაქტებს და მოვლენებს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით), რაც შეეხება შემაჯამებელი სამუშაოს მეცხრე(2ქ) და მეათე(2ქ) დავალებას - თემა მსჯელობისათვის,ამოწმებს სტანდარტით გათვალისწინებულ ისტ.VIII.9 (მსჯელობს როგორ მოიქცეოდა მისი უფლების დარღვევის შემთხვევაში და ხსნის რატომ უნდა გაუწიოს ანგარიში სხვის უფლებებს საკუთარი უფლებების დაცვისას) ისტ.VIII.10 მსჯელობს სახელმწიფოსთვის კონსტიტუციის არსებობის მნიშვნელობაზე და მის დამახასიათებელ ნიშნებზე.)(მსჯელობას მხედართმათავრის როლზე) შედეგებს . შეამაჯამებელი სამუშაოს ერთი ნაწილი ბლუმის ტაქსონომიის დაბალ საზროვნო უნარებს შეესაბამება , ხოლო მეორე ნაწილი მაღალ სააზროვნო უნარებს,კერძოდ დავალებები მსჯელობისა და არგუმენტირებისათვის. შემაჯამებელი N2 შერეული ტიპის(დანართი N4) -შემაჯამებელი მოიცავს შემდეგი ტიპის დავალებებს:1-10 შეკითხვა (0,5ქ) ამოწმებს ფაქტობრივ ცოდნას , მეთერთმეტე(1ქ) და მეთორმეტე (1ქ) დავალებები ,,დაკავშირება“ და ,,ქრონოლოგია“ ამოწმებს ისტ.VIII.1. შედეგს ( სახელმძღვანელოში არსებულ თემებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ფაქტებსა და მოვლენებს ალაგებს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით), მეცამეტე დავალება(2ქ) ამოწმებს ისტ.VIII.8.( ჩამოთვლის მიზეზებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენს სახელმწიფო მმართველობის ცვლილებადობაზე) ბოლო მეთოთხმეტე დავალება(1ქ) -თემა მსჯელობისათვის ამოწმებს ისტ.VIII.14.( მსჯელობს ადამიანისა და საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულებაზე, განასხვავებს პიროვნებისა და საზოგადოების ინტერესებს;) შეესაბამება ბლუმის ტაქსონომიისმეექვსე დონეს,შეფასებას . მეორე სემესტრის შემაჯამებლების დაგეგმვამდე მოვაწყვეთ სამუშაო შეხვედრები კოლეგებთან. სამუშაო შეხვედრის თემები ჩემთვის ძალიან აქტუალური იყო. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა სამუშაო შეხვედრა რომლის თემა იყო ,, ინსტრუმენტები განმავითარებელი შეფასებისთვის; შემაჯამებელი და მიზნებისა და შედეგების კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმით განსაზღვრულ სტანდარტთან“ რაც შეეხება სტანდარტით გათვალისწინებული შედეგების მიღწევას, შევთანხმდით ,რომ აქ მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი შემაჯამებელი სამუშაოების ჩატარება, რადგან მხოლოდ ტესტური სახის შემაჯამებლები არ იძლევა სტანდარტით გათვალისწინებული შედეგების სრულყოფილად დაფარვის საშუალებას. კოლეგების მოსაზრებები და მათი გამოცდილების გაზიარება ძალიან დამეხმარა კვლევის პროცესში. შემაჯამებელი N3 შერეული ტიპის-ტიპის (დანართი N5) -შემაჯამებელი მოიცავს შემდეგი ტიპის დავალებებს:1-6 დავალება (0,5ქ) ამოწმებს ფაქტობრივი მასალის ცოდნას. დავალება მეშვიდე ფოტოს ანალიზია (2ქ) . დავალება მერვე(3ქ) შეავსე ცხრილი,,პოლიტიკური რეჟიმები და სამოქალაქო საზოგადოება“ ამოწმებს ისტ.VIII.8. (ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა პოლიტიკურ რეჟიმს ) მეცხრე დავალება თემა მსჯელობისათვის(2ქ)(ჩამოთვლის იმ ღირებულებებს, რომლების პატივისცემა აუცილებელია ადამიანების მშვიდობიანი თანაარსებობისათვის;)შეესაბამება ბლუმის ტაქსონომიის მაღალ დონეს . შემაჯამებელი N4 რეფერატი (დანართი N6) რეფერატის თემად ავირჩიეთ ,,კავკასიის ომი და მისი შედეგები XIX ს“ მოსწავლეებს მივაწოდე შეფასების კრიტერიუმები და რეფერატის გეგმა: 1.შესავალი  შესავალში გამოკვეთილი უნდა იყოს კითხვა/კითხვები, რომელზეც პასუხი იქნება რეფერატში  კავკასიის მდებარეობისა და მისი მნიშვნელობის ზოგადი მიმოხილვა,კავკასიის ხალხთა ყოფაცხოვრება და ტრადიციები 2.ძირითადი ნაწილი  კავკასია-რუსეთის ურთიერთობა XVIIIს-ის ბოლოს  რუსეთ-კავკასიის ომი XIX საუკუნეში  ისაუბრეთ ომის შედეგად გამოწვეული მიგრაციის შესახებ(მუჰაჯირობა)  გამოიყენეთ წყაროები და მათი ანალიზის საფუძველზე გააკეთეთ დასკვნები 3.დასკვნა  დასკვნის სახით ისაუბრეთ იმ ცვლილებებზე რომელიც რუსეთთან ომის შემდეგ დადგა კავკასიაში. 4.ბიბლიოგრაფია  ნაშრომს დაურთეთ გამოყენებული ლიტერატურის სია შემაჯამებელი N5 პროექტი (დანართი N) ინტერვენციის ბოლო ეტაპი იყო პროექტი. მოსწავლეებთან ერთად შევთანხმდით ,რომ ბოლო შემაჯამებელი ყოფილიყო პროექტის ტიპის . კლასი შემთხვევითი შერჩევითობის პრინციპით დავყავი ოთხ ჯგუფად.სხავადახვა თემები მოსწავლეებმა ერთი კვირის განმავლობაში დაამუშავეს და შემდგომ წარუდგინეს მთელ კლასს. სასწავლო პროგრამიდან გამომდინარე (რომელიც უნდა შეგვეჯამებინ) მათ შევთავაზე შემდეგი თემები: 1.განათლება და სპორტი ძველად და ახლა  სწავლა -განათლების როლი და მნიშვნელობა ძველად  უმაღლესი განათლების უმნიშვნელოვანესი კერები შუა საუკუნეებში  თანამედროვე განათლების სისტემა  სპორტის წარმოშობა  ოლიმპიადები  ძველი ქართული თამაშობები 2.კომუნიკაცია ძველად და ახლა  ძველი საკომუნიკაციო საშუალებები  დამწერლობის წარმოშობა და წიგნი როგორც ინფორმაციის გადაცემის საშუალება  მასმედია როგორც კომუნიკაციის საშუალება  ტრანსპორტი ძველად  ახალი საკომუნიკაციო საშუალებები 3.საზოგადოება და კულტურა ძველად და ახლა  საგმირო ეპოსი  ჰერალდიკა წარსულში  არქიტექტურული ძეგლები და სიმბოლოები  მსოფლიო ხელოვნების შედევრები  მსოფლიო რელიგიები 4.ვაჭრობა და ბიზნესი ძველად და ახლა  შორეული მოგზაურობების დასაწყისი  ახალი სავაჭრო გზების ძიება  დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები  ძველი ქართველი მოგზაურები  ბაზარი და ბიზნესი მოსწავლეები დიდი ინტერესითა შეუდგნენ თავიანთი დავალებების მომზადებას,დაიწყო ჯგუფური მუშაობა, გადაინაწილეს ფუნქციები: ინფორმაციების მოძიება,თვალსაჩინოებების შექმნა,ინსცენირების დაგეგმვა,გამოკითხვის ორგანიზება და ა შ. მათი მუშაობის პროცესს ორი კვირის განმავლობაში ვუწევდი მონიტორინგს ,ვისმენდი შეკითხვებს , ვარაუდებს და ვაწვდიდი უკუკავშირს. ყველა ჯგუფის პრეზენტაცია თავისებურად ორიგინალური და საინტერესო იყო. კომუნიკაციის ჯგუფმა ინსცენირება აირჩიეს,მათ თავიანთი პრეზენტაცია სატელევიზიო შოუს სახით წარმოადგინეს.ჯგუფის ყველა წევრი აქტიურად იყო ჩართული ,როგორც სამუშაო ,ასევე პრეზენტაციის პროცესში. განათლების ადა სპორტის ჯგუფმა სპორტული ჩაცმულობები გამოიყენეს პრეზენტაციის პროცესში, განსაკუთრებით საინტერესოდ წარმოადგინეს ძველი ქართული თამაშობები,მოძიებული ფოტო მასალითა და ინფორმაციებით. საზოგადოებისა და კულტურის ჯგუფს ძალიან საინტერესო საპრეზენტაციო მასალები ჰქონდა მომზადებული,რომელსაც თემატურად იყენებდნენ პრეზენტაციის პროცესში. ვაჭრობისა და ბიზნესის ჯგუფმა ისაუბრა დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებზე და მის მნიშვნელობაზე ვაჭრობის განვითარებაში. თვალსაჩინოებად გამოიყენეს თავიანთი შექმნილი პლაკატი ,,დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები“. ჩაატარეს მცირე კვლევა ძირითადად რომელ მარკეტებში დადიოდა მოსახლეობა ,რა იყო ამის მიზეზი,ხარისხიანი პროდუქცია თუ დაბალი ფასები? ჯგუფმა საკუთარი დასკვნები გააცნო თანაკლასელებს პრეზენტაციის დროს. პროექტები ეხმარება მოზარდს რეალურ ცხოვრებაში გამოიყენოს მიღებული ცოდნა და გამოცდილება ,აგრეთვე საუკეთესო სავარჯიშოა სხვადასხვა საკითხის დამოუკიდებელი კვლევისათვის. 4.4. ინტერვენციის შედეგები და მათი ანალიზი მონაცემთა ანალიზის შემდეგ პრობლემის დადგენისა და ინტერვენციის შეფასების საფუძველზე მივიღე შედეგი: მოსწავლეებს სხვადასხვა ტიპის შემაჯამებელი სამუშაოებით,მიეცათ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის შესაძლებლობა,გაიზარდა მოსწავლეთა დაინტერესება,ჩართულობა,გაუმჯობესდა შედეგები.დიაგრამაზე წარმოდგენილია ინტერვენციების შემდეგ მიღებული შედეგები. თავი V 5.1. მონაცემთა ანალიზი შემაჯამებელი სამუშაოს შედეგების ანალიზი პედაგოგი ლალი როინიშვილი კლასი VIII-2 საგანი -ისტორია N1 შემაჯამებელი კლასის საშუალო არითმეტიკული ქულა ამ შემაჯამებელში 7.9 - რა გაუჭირდა კლასს ამ შემაჯამებელში შემაჯამებელი სამუშაოს ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ დაბალი შედეგი მოსწავლეებმა აჩვენეს დავალებაში ,რომელიც მოითხოვდა მსჯელობისა და არგუმენტაციის უნარს. რეკომენდაციები, მეორე შემაჯამებელი სამუშაოების დაგემვისთვის საგაკვეთილო პროცესის დროს აღნიშნული უნარების განმავითარებელი აქტივობების დაგეგმვა. საშინაო და საკლასო წერითი დავალებები უნდა მოიცავდეს აღნიშნული ტიპის სავარჯიშოებს. მიღებული შედეგების ანალიზი შემაჯამებლის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა რომ, 30 მოსწავლიდან 29 მოსწავლე გავიდა ესგ გათვალისწინებულ შედეგზე , მოსწავლეთა უმეტესობამ დახურულ კითხვებს (ისტ.VIII.11) , რომლითაც მოწმდებოდა მათი ფაქტობრივი ცოდნა თავი გაართვა კარგად , მოსწავლეთა დიდმა ნაწილმა შეძლო ცხრილის საშუალებით კონფლიქტის მიზეზის და შედეგის დაჯგუფება (ისტ.VIII.6. ). შეძლეს მოვლენების ქრონოლოგიურად დალაგება (ისტ.VIII.1.). ხარვეზი გამოიკვეთა არგუმენტირებისა და მსჯელობის დავალებაში ( ისტ.VIII.9, ისტ.VIII.10) თუმცა მოსწავლეები ზეპირი მსჯელობის დროს ავლენენ არგუმენტაციის უნარს. დასკვნა შემაჯამებელში-30 მოსწავლიდან 29 მოსწავლე გავიდა ესგ გათვალისწინებულ 5(ისტ.VIII.1.6.9.10.11.) შედეგზე. რეკომენდაცია - შედეგებზე რაგირების მიზნით უნდა იყოს გათვალიწინებული: საშინაო და საკლასო წერთი დავალებეში ყურადღება უნდა გავამახვილო აღნიშნული უნარების განმავითარებლ სავარჯიშოებზე. დიაგრამაზე წარმოდგენილია პირველი შემაჯამებელი წერაში მიღებული ქულები. მოსწავლეთა 50% მიიღო უმაღლესი შეფასება 10 და 9; საშუალო შეფასება მიიღო 14 მოსწავლე, ხოლო 1-მა არადამაკმაყოფილებელი,რომელსაც მიეცა განმავითარებელი შეფასება და დავგეგმე დამატებითი მეცადინეობები შემდეგი შემაჯამებლისათვის. შემაჯამებელი სამუშაოს შედეგების ანალიზი შემაჯამებელი სამუშაოების ანგარიში პედაგოგი ლალი როინიშვილი კლასი -VIII-2 საგანი ისტორია შემაჯამებელი N2 კლასის საშუალო არითმეტიკული ქულა ამ შემაჯამებელში 8,8 რა გაუჭირდა კლასს ამ შემაჯამებელში შემაჯამებელი სამუშაოს ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ ყველაზე დაბალი შედეგი მოსწავლეებმა აჩვენეს დავალებაში ,რომელიც მოითხოვდა მსჯელობისა და არგუმენტაციის უნარს. რეკომენდაციები, მეორე შემაჯამებელი სამუშაოების დაგემვისთვის საგაკვეთილო პროცესის დროს აღნიშნული უნარების განმავითარებელი აქტივობების დაგეგმვა. საშინაო და საკლასო დავალებები,როგორც წერითი ასევე ზეპირი უნდა მოიცავდეს აღნიშნული ტიპის დავალებებს მიღებული შედეგების ანალიზი -შემაჯამებლის ანალზის შედეგად გამოიკვეთა რომ, ყველა მოსწავლე გავიდა ესგ გათვალისწინებულ შედეგზე , მოსწავლეთა უმეტესობამ კარგად გაართვა თავი დახურულ კითხვებს , რომლითაც მოწმდებოდა მათი ფაქტობრივი ცოდნა. მოსწავლეთა დიდმა ნაწილმა შეძლო ცხრილის საშუალებით კონფლიქტის მიზეზის და შედეგის დაჯგუფება. შეძლეს მოვლენების ქრონოლოგიურად დალაგება(ისტ.VIII.1). მცირე ხარვეზი გამოიკვეთა საკუთარი აზრის დასაბუთების მხრივ , დასკვნა შემაჯამებელში-30 მოსწავლიდან 30 მოსწავლე გავიდა ესეგ გათვალისწინებულ 3(ისტ.VIII.1. 8.14.)შედეგზე რეკომენდაცია - რა უნდა იყოს გათვალისწინებული შედეგებზე რეაგირებისთვის საშინაო და საკლასო წერთი დავალებეში ყურადღება უნდა გავამახვილო აღნიშნული უნარების განმავითარებლ სავარჯიშოებზე. დიაგრამაზე წარმოდგენილია მეორე შემაჯამებელში მიღებული ქულები: კლასის 50% უმალესი შეფასება მიიღო. უაროფითი შეფასება არ გვაქვს. შემაჯამებელი სამუშაოს შედეგების ანალიზი შემაჯამებელი სამუშაოების ანგარიში პედაგოგი ლალი როინიშვილი კლასი VIII 2 საგანი ისტორია N3 შემაჯამებელი კლასის საშუალო არითმეტიკული ქულა ამ შემაჯამებელში 8,2 რა გაუჭირდა კლასს ამ შემაჯამებელში შემაჯამებლის ანალიზის საფუძელზე მცირე ხარვეზი გამოიკვეთა არჩევითბოლოიან კითხვების დავალებაში(ფაქტობრივი ცოდნა). კლასს სხვა დავალებებიდან განსხვავებით გაუჭირდა თემა მსჯელობისათვის ,თუმცა წინა შემაჯამებელთან შედარებით ამ ტიპის დავალების შედეგი გაუმჯობესდა. რეკომენდაციები, მეორე სემესტრის შემაჯამებელი სამუშაოების დაგემვისთვის მოსწავლეებმა უნდა გაიუმჯობესონ საკუთარი აზრის არგუმენტირებულად გადმოცემის უნარი წერილობით.(ზეპირი მსჯელობისას ისინი უკეთესად ახდენენ არგუმენტირებას) მეტი ყურადრება უმდა მიექცეს საკლასო და საშინაო წრილობით დავალებებში ისეთ სავარჯიშოებს რომლებიც მსჯელობასა და არგუმენტირებას მოითხოვენ. მიღებული შედეგების ანალიზი შემაჯამებლის ანალზის შედეგად გამოიკვეთა რომ, ყველა მოსწავლე გავიდა ესგ გათვალისწინებულ შედეგზე , მოსწავლეებმა გამოავლინეს სახელმწიფოში მმართველობის ფორმებისა და პოლიტიკური რეჟიმების დაკავშირებისა და შედარების უნარი. ფოტოს ანალიზს კლასის თითქმის 90% კარგად გაართვა თავი. რაც შეეხება საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაარსებობისთვის აუცილებელი პირობებზე მსჯელობას, გამოიკვეთა გარკვეული ხარვეზი,სხვა დავალებებთან შედარებით ყველაზე მეტი დაბალი შედეგი აჩვენეს.თუმცა მოსწავლეები ზეპირი მსჯელობის დროს ავლენენ მსჯელობისა და არგუმენტაციის უნარს. დასკვნა კლასის ყველა მოსწავლე გავიდა საგნობრივი სტანდარტით გათვალისწინებულ (ისტ.VIII.8.12. ) შედეგზე. საერთო შედეგი არის კარგი.(8,2) რეკომენდაცია - რა უნდა იყოს გათვალისწინებული შედეგებზე რეაგირებისთვის მეტი ყურადრება უმდა მიექცეს საკლასო და საშინაო წრილობით დავალებებში ისეთ სავარჯიშოებს რომლებიც მსჯელობასა და არგუმენტირებას მოითხოვენ. სასურველია შემდეგ შემაჯამებლად შეირჩეს სხვა ფორმა(პროექტი,ისტორიული თემა,ინსცენირება,დიკუსია...) დიაგრამაზე წარმოდგენილია მესამე შემაჯამებლში მოსწავლეთა მიერ მიღებული ქულები. 30 მოსწავლიდან 8 მიიღო უმაღლესი შეფასება. 18 მოსწავლემ 7-8-9 ქულა. 4 მოსწავლემ 5-6. უარყოფითი შეფასება -0. შემაჯამებელი სამუშაოს შედეგების ანალიზი შემაჯამებელი სამუშაოების ანგარიში პედაგოგი ლალი როინიშვილი კლასი VIII-2 საგანი ისტორია N4 შემაჯამებელი კლასის საშუალო არითმეტიკული ქულა ამ შემაჯამებელში 8,4 რა გაუჭირდა კლასს ამ შემაჯამებელში შემაჯამებლის ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა რომ მოსწავლეების ნახევარზე მეტმა კვლევაში საშუალო შედეგი აჩვენა და დასკვნის გაკეთება კარგად მხოლოდ 1/3 მოახერხა. რეკომენდაციები, შემდეგი შემაჯამებელი სამუშაოების დაგემვისთვის მოსწავლეებს მიეცეს ისეთი ტოპის წერილობითი საშინაო და საკლასო დავალებები, რომელიც კვლევასა და დასკვნების გამოტანას მოითხოვს(ინფორმაციის მოძიება, ანალიზი, თემები მსჯელობისათვის) მიღებული შედეგების ანალიზი: ანალზის შედეგად გამოიკვეთა რომ, ყველა მოსწავლე გავიდა ესგ გათვალისწინებულ შედეგზე.კლასის მიერ მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკული 8,4 -ია.შედეგი კარგია. თემის მიზანი კარგად იყო გამოკვეთილი ნაშრომების უმრავლესობაში,რაც შეეხება ორგანიზებასა და თვალსაჩინოებას აგრეთვე წარმატებით გაართვა თავი კლსის უმრავლესობამ ამ დავალებებსაც. თუმცა,რეფერატის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტში (კვლევა) მოსწავლეებმა ყველაზე დაბალი შედეგი აჩვენეს,რაც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული მოსწავლეებთან მუშაობის პროცესში. დასკვნა კლასის ყველა მოსწავლე გავიდა საგნობრივი სტანდარტით გათვალისწინებულ( ისტ.VIII.2.7.13.) შედეგზე. რეკომენდაცია - სასურველია დაიგეგმოს სხვა ტიპის შემაჯამებელი რომელიც აგრეთვე მოითხოვს,კვლევისა და არგუმენტირებულ დასკვნების გამოტანის უნარს(მაგ. პროექტი,სასწავლო ექსკურსია ...) შემაჯამებელი სამუშაოს შედეგების ანალიზი შემაჯამებელი სამუშაოების ანგარიში პედაგოგი ლალი როინიშვილი კლასი -VIII-2 საგანი ისტორია N5 შემაჯამებელი კლასის საშუალო არითმეტიკული ქულა ამ შემაჯამებელში 8,9 რა გაუჭირდა კლასს ამ შემაჯამებელში შემაჯამებლის ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ შედარებით დაბალი მაჩევენებელი დასკვნისა და კვლევის კომპონენტში აჩვენეს მოსწავლეებმა ,თუმცა შედეგების გაუმჯობესება წინა შემაჯამებელთან შედარებით შესამჩნევია. რეკომენდაციები, მეორე შემაჯამებელი სამუშაოების დაგემვისთვის წლის ბოლო შემაჯამებელია შესაბამისად , დასკვნების გამოტანისა და კვლევის უნარების კიდევ უფრო გასააქტიურებელი დავალებები შემდეგი სასწავლო წლის შემაჯამებელი სამუშაოების დაგეგმვისას უნდა იყოს გათვალისწინებული. მიღებული შედეგების ანალიზი მიღებული შედეგების ანალიზის მიხედვით ყველა მოსწავლე გავიდა ესგ გათვალისწინებულბ შედეგზე.მათ იმუშავეს ჯგუფურად ,კარგად გაართვეს თავი ინფორმაციის მოძიების ,კვლევის, ინფორმაციის ორგანიზებისა და პრეზენტაციის დავალებებს.შექმნეს საინტერესო თვალსაჩინოებები. მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკული მიუთითებს რომ ჯგუფური მუშაობა პროექტზე წარმატებით განხორციელდა. დასკვნა ყველა მოსწავლე გავიდა ესგ გათვალისწინებულბ( ისტ.VIII.3. 4.5.15.16.17.18.) შედეგზე რეკომენდაცია - კლასის საშუალო ქულის მიხედვით,თემა კარგად დაძლიეს მოსწავლეებმა.ვფიქრობ მაღალი შედეგი განაპირობა შემაჯამებლის ტიპმაც,პროქტმა,მისი მრავლმხრივობიდან გამიომდინარე გაიზარდა მოსწავლეთა ჩარათულობა და მოტივაცია. დიაგრამაზე წარმოდგენილია მეხუთე შემაჯამებელი სამუშაოს შეფასებები. მოსწავლეების 50% მეტმა მიიღო მაღალი შეფასება. ხოლო მეორე 50 % 6-7-8 ქულები.უარყოფითი შეაფსება-0. მიღებული შეფასებებით თუ ვიმსჯელებთ, პროექტის ტიპის შემაჯამებელი ყველაზე მაღალი შედეგით გამოირჩევა სხვა შემაჯამებლებთან შედარებით. როგორც მოსწავლეთა გამოკითხვიდან ირკვევა,დავალებები მრავალფეროვნებამ განაპირობა მათი მაღალი ინტერესი ამ ტიპის შემაჯამებლის მიმართ. თავი V I 6.1.რეკომენდაციები მასწავლებლებს:  სასურველია მოსწავლეებისათვის მიწოდებული შემაჯამებელი სამუშაოები იყოს სხვადასხვა ტიპის და და მოიცავდეს სხვადსხვა დონის დავალებებს  სასურველია მუდმივად ხდებოდეს შემაჯამებლის ანალიზი ,რადგან ეს არის ხარვეზების დადგენის , მათი გამოსწორებისა და ზუსტი უკუკავშირის მიწოდების საშუალება.  სასურველია , განიხილოთ შედეგები მოსწავლეებთან ერთად და მალევე განხორციელდეს უკუკავშირი ,რადგან მოსწავლემ არ დაკარგოს ინტერესი შემაჯამებელი სამუშაოს შედეგების მიმართ.  სასურველია ითანამშრომლოთ კოლეგებთან, შემაჯამებლების შედგენის დროს, გაუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება. 6.2.კვლევის ნაკლოვანებები კვლევის ნაკლოვანება ვფიქრობ არის ერთფეროვანი ინტერვენციები. პირველი ორი შემაჯამებელი ფაქტობრივად ერთი და იგივე ტიპის იყო , თუმცა კოლეგებთან სამუშაო შეხვედრისა და მათგან მიღებული უკუკავშირის შემდეგ გარკვეული ცვლილებები დავგეგმე და განვახორციელე ,კერძოდ მომდევნო შემაჯამებელს ფოტოს ანალიზი დავამატე,შემდეგი შემაჯამებლები კი რეფერატისა და პროექტის სახით დავგეგმე. დასკვნა ჩემს მიერ ჩატარებული პრაქტიკული კვლევის საფუძველზე ( კვლევა მოიცავდა პრობლემის შესწავლის, ცვლილების-დაგეგმვა განხორციელებისა და შეფასების ეტაპებს) შემიძლია დავასკვნა ,რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, შემაჯამებელი სამუშაოსთვის მზადება,სწორად დაგეგმილი და წარმართული პროცესის შემთხვევაში იზრდება ჩართულობა და მოსწავლეთა მოტივაცია,რაც პირდაპირ კავშირშია შემაჯამებლის შედეგებთან. ხოლო სწორად დაგეგმილი და სხვადსხვა ტიპის შემაჯამებლებით მოსწავლეებს ვაძლევთ შესაძლებლობას მაქსიმალურად წარმოაჩინონ თავიანთი უნარები. შემაჯამებელი სამუშაო აჯამებს არა მხოლოდ მოსწავლეების, არამედ მასწავლებლის მუშაობის პროცესსაც. ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია, საგნობრივი სტანდარტით გათვალისწინებულ რომელ შედეგებს ამოწმებს ჩემს მიერ შედგენილი და გამოყენებული შემაჯამებელი სამუშაოები VIII კლასში. ჩემს მიერ გამოყენებული შემაჯამებელი სამუშაოების ანალიზით ვამოწმებ,საგნობრივი სტანდარტით გათვალისწინებული შედეგების თითქმის 100% . სამუშაოებში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკული გვიჩვენებს,ინტერვენციების დადებით შედეგებს . შემაჯამებელი N N1 N2 N3 N4 N5 ესგ გათვალისწინებული შედეგი ისტ.VIII.1.6.9.10.11 ისტ.VIII.1. 8.14. ისტ.VIII.8.12 ისტ.VIII.2.7.13 ისტ.VIII.3. 4.5.15.16.17.18 საშ.ქულა 7,9 8,8 8,2 8,4 8,9 სხვადსხვა ტიპის შემაჯამებელი სამუშაოს გამოყენებამ და მათი შედგენისას საგნობრივი სტანდარტით ხელმძღვნელობამ მომცა შესაძლებლობა შემემოწმებინა ჩემი მოსწავლეების მიღწევები ,როგორ ახერხებდნენ ისინი კრიტიკულ პირობებში ცოდნისა და კონკრეტული უნარ-ჩვევების გამომჟღავნებას. ინფორმაციის მოპოვებას და ორგანიზებას,ისტორიულ-გეოგრაფიულ კვლევას ,პრობლემის გადაჭრას,თვალსაჩინოების გამოყენებას და შექმნას,კრიტიკულ აზროვნებას. ჩემს მიერ განხორციელებული კვლევა და კვლევის გაზიარება დაეხმარება კოლეგებს თვითონ წარმართონ პედაგოგიური კვლევა,პედაგოგიური პრაქტიკის გაუმობესების მიზნით. პედაგოგიური კვლევა ,მარტო წამოჭრილი სიძნელეების დროს კი არ არის საჭირო,არამედ ახალი იდეების,ინოვაციების გამოსაცდელად,საკუთარი ძლიერი მხარეების აღმოსაჩენად,საჭირო უნარ-ჩვევების გასავითარებლად და რაც მთავარია სწავლა-სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ბიბლიოგრაფია: 1.ინასარიძე მ,ლობჟანიძე ს,რატიანი მ,სამსონიაი, ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი“ ნაწილი II პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2016 2.პრაქტიკული პედაგოგიკა – შემაჯამებელი დავალების შედეგების ანალიზის პრაქტიკა http://mastsavlebeli.ge/?p=1789 3. . ლობჯანიძეს. „როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები“ ინტერნეტჟურნალი „მასწავლებელი“ 2012 წლის 3 მაისი. http://mastsavlebeli.ge/?p=281 4.ნინო ლაბარტყავა, სიმონ ჯანაშია,ანასტასია ქიტიშვილი, თამარ აბაშიძე,ლუიზა არუთინოვა ,,როგორ შევადგინოთ პედაგოგიური ტესტები“ https://drive.google.com/file/d/0B2_HgME3hgBoandJVUNTbTRTcG8/edit 5.,,პროექტი როგორც სწავლების საუკეთესო მეთოდი“ https://edu.aris.ge/news/proeqti-rogorc-swavlebis-sauketeso-metodi.html 6.,,ტესტური დავალებების შექნის ხელოვნება „ ეროვნულისასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი https://drive.google.com/file/d/0B2_HgME3hgBoUS1sWjFlRW5nUU0/edit დანართიN1 ანკეტა 1.შემაჯამებლის რა ფორმას იყენებთ ძირითადად? ა) ტესტებს ბ) რეფერატი გ) ტესტი, რეფერატი,პროექტი და სხვა 2.რმდენად იყენებთ საგნობრივ სტანდარტს შემაჯამებლის შედგენის დროს? ა) ყოველთვის ბ) იშვიათად გ) არ ვიყენებ 3. აკეთებთ თუ არა შემაჯამებლის ანალიზს? ა) ყოველთვის ბ) იშვიათად გ) არა 4. თუ შეგირჩევიათ მოსწავლეებთან ერთად შემაჯამებლის ფორმა? ა) კი ბ) იშვიათად გ)არა 5.თქვენს მიერგამოყენებული ტესტები სტანდარტით გათვალისწინებულ რამდენ შედეგზე გაძლევთ ინფორმაციას წლის ბოლოს? ა) სრულად ბ)ნაწილობრივ გ ) არ დამითვლია გამოკითხვა ანონიმურია ,არ მიუთითოთ თქვენი სახელი და გვარი მადლობთ თანამშრომლობისათვის ამ დიაგრამაზე წარმოდგენილია მასწავლებელთა გამოკითხვის შედეგი რომლის მიხედვით გამოკითხულ მასწავლებელთა უმეტესობა შემაჯამებელი სამუშაოს ფორმად იყენებს ტესტურ დავალებებს. ამ დიაგრამაზე წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით გამოკითხულ მასწავლებელთა უმეტესობა არ იყენებს სტანდარტს შემაჯამებლის შედგენისას(მერე შეუსაბამებს მას ). ყველა აკეთებს შემაჯამებლის ანალიზს, მხოლოდ უმცირესობა არ არჩევს შემაჯამებლის ფორმას მოსწავლეებთან ერთად. ამ დიაგრამაზე წარმოდგენილია მასწავლებლების გამოკითხვის შედეგები. აღმოჩნდა რომ გამოკითხულ მასწავლებელთა 60 %-ს არ დაუთვლია საგნობრივი სტანდარტით გათვალისწინებულ შედეგების რა ნაწილს ფარავდა შემაჯამებელის სამუშაოებით. დანართი N2 კითხვარი რა ტიპის შემაჯამებელს ანიჭებთ უპირატესობას და რატომ? ა) ტესტებს ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ბ)რეფერატს(ისტორიულ-გეოგრაფიული თემა) ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- გ)პროექტს ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- დ)შერეული (პროექტი ,პრეზენტაცია) ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- გ) ჩემთვის შემაჯამებლის ყველა ფორმა მისაღებია ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- გამოკითხვა ანონიმურია ,არ მიუთითოთ თქვენი სახელი და გვარი მადლობთ თანამშრომლობისათვის დიაგრამაზე წარმოდგენილია მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგები წლის ბოლოს ,როდესაც მათ ბოლო შემაჯამებელი შეასრულეს (პროექტი). ანკეტირების შედეგად გამოიკვეთა შემდეგი მონაცემები: გამოკითხული მოსწავლეების 26% თვლის,რომ ყველა ტიპის ტესტი საინტერესო იყო, 20% თვლის ,რომ რეფერატზე მუშაობა იყო მისთვის საინტერესო. ყველაზე მეტი 29 %კი,თვლის რომ პროექტზე მუშაობა იყო მისთვის ძალიან საინტერესო. ამის მიზეზად კი,ისინი ასახელებენ იმ აქტივობებს,რომელიც განახორციელეს პროექტზე მუშაობის პროცესში: გამოკითხვა,ინტერვიუ,ინფორმაციის მოძიება, პრეზენტაცია თვალსაჩინოების შექმნა და ა.შ. დანართი N3 VIII2კლასი მასწავლებელი ლ.როინიშვილი შემაჯამებელი N 1 მოსწავლის სახელი,გვარი--------------------------- 1.ვინ ხელმძღვანელობდა სამას სპასრტელს თერმოპილეს ბრძოლაში? (0,5ქ) ა) ქსერქსე ბ)ლეონიდასი გ)მილტიადე 2.ჩამოთვლილი უფლებებიდან გამოყავი ადამიანის თანდაყოლილი უფლება.0,5ქ) ა)სიცოცხლის უფლება ბ)სიტყვის უფლება გ) ინფორმაციის გავრცელების უფლება3რომელ წელს იქნა მიღებული საქართველოს პირველი კონსტიტუცია? (0,5ქ) ა)1918 წ ბ)1921წ გ)1995წ 4. .ბიზანტიის რომელი იმპერატორი ჩავარდა ტყვედ მანასკერტის ბრძოლაში?(0,5ქ) ა)იუსტინიანე I ბ)რომანოზ IV გ)ანასტასის I 5.რომელ საუკუნეში და რომელ ქვეყნებს შორის მოხდა ქადეშის ბრძოლა? (0,5 ქ) ა) XIII ს-ში ეგვიპტესა და ასურეთს შორის ბ) XII ს-ში ეგვიპტესა და ხეთების სამეფოს შორის გ)XIII ს-ში ეგვიპტესა და ხეთების სამეფოს შორის 6. რა ეწოდებოდა სახელმწიფოს რომელიც ჯვაროსნებმა 1204 წელს დაარსეს? (0,5ქ) ა)ლათინთა იმპერია ბ) ჯვაროსანთა იმპერია გ) ტრაპიზონის იმპერია 7.შეავსეთ ცხრილი ,,პუნიკური ომის მიზეზები და შედეგები“:(2ქ) პუნიკური ომები მიზეზი მთავარსარდალი შედეგი I II 8.დაალაგეთ ქრონოლოგიური თანმიმდევრობით(1ქ)ა) გავგამელას ბრძოლა ბ)ქადეშის ბრძოლა გ )თერმოპილეს ბრძოლად)მანასკერტის ბრძოლა1.--- 2.---- 3.---- 4.----- 9.იმსჯელე როგორ მოიქცეოდი შენი უფლების დარღვევის შემთხვევაში და ახსენი რატომ უნდა გაუწიო ანგარიში სხვის უფლებებს საკუთარი უფლებების -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 10.იმსჯელე უნდა დაეტოვებინა თუ არა დარიოს III ბრძოლის ველი გავგამელას ბრძოლაში?(2 VIII2 კლასი მასწავლებელი ლ.როინიშვილი შემაჯამებელი N 1 მოსწავლის სახელი,გვარი--------------------------- 1.რას ეწოდება ადამიანის ბუნებითი ანუ აბსოლიტური უფლება? (0,5ქ) ა) ყველაფრის უფლებას რასაც ადამიანი მოისურვებს ბ)უფლებას რომელთა შეზღუდვა არ შეიძლება გ) უფლებები რომელთაც სახელმწიფო ზღუდავს 2.ჩამოთვლილი უფლებებიდან გამოყავი ადამიანის თანდაყოლილი უფლება.0,5ქ) ა)სიცოცხლის უფლება ბ)სიტყვის უფლება გ) ინფორმაციის გავრცელების უფლება3.დიდი სახელმწიფოებიდან რომელმა მიიღო პირველმა კონსტიტიუცია? (0,5ქ) ა)აშშ ბ)საფრანგეთი გ)პოლონეთი 4. ჩამოთვლილთაგან რომელია ომაიანთა დინასტიის ფუძემდებელი?(0,5ქ) ა)მუავია ბ) ომარი გ)აბუ 5.რვა ჯვაროსნული ლაშქრობიდან რომელი დამთავრდა ჯვაროსანთა გამარჯვებით?(0,5ქ) ა) პირველი ბ) მესამე გ) მეოთხე 6.ვის უწოდებდნენ რომაელები პუნებს? (0,5 ქ) ა) ბერძნებს ბ)კართაგენელებს გ)ფინიკიელებს 7.შეავსეთ ცხრილი ,, ჯვაროსნული ომების მიზეზები და შედეგები“ (2ქ) ჯვაროსნული ომები მიზეზი მონაწილეები შედეგი I IV 8.დაალაგეთ ქრონოლოგიური თანმიმდევრობით(1ქ) ა)თერმოპილეს ბრძოლა ბ)მარათონის ბრძოლა გ) პლატეას ბრძოლა დ)სალამინის ბრძოლა 1.--- 2.---- 3.---- 4.---- 9.იმსჯელე სახელმწიფოსთვის კონსტიტუციის არსებობის მნიშვნელობაზე და მის დამახასიათებელ ნიშნებზე.(2ქ)-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------10.იმსჯელე უნდა დაეტოვებინა თუ არა დარიოს III ბრძოლის ველი გავგამელას ბრძოლაში?(2ქ) -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- N 1 შემაჯამებლი- მისაღწევი შედეგები ისტ.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ფაქტებთან. ინდიკატორი:ალაგებს ფაქტებს და მოვლენებს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით ისტ.VIII.6. მოსწავლეს შეუძლიაგანასხვაოს კონფლიქტის მიზეზები, განვითარება და შედეგები. ინდიკატორი: ცხრილის საშუალებით აჯგუფებსკონფლიქტის მიზეზს,საბაბს,შედეგს ისტ.VIII.9.მოსწავლეს შეუძლია აღწეროს დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძვლები ინდიკატორი:მსჯელობს როგორ მოიქცეოდა მისი უფლების დარღვევის შემთხვევაში და ხსნის რატომ უნდა გაუწიოს ანგარიში სხვის უფლებებს საკუტარი უფლებების დაცვისას ისტ.VIII.10.მოსწავლეს შეუძლია ახსნას კანონის უზენაესობა სახელმწიფოსთვის ინდიკატორი:მსჯელობს სახელმწიფოსთვის კონსტიტუციის არსებობის მნიშვნელობაზე და მის დამახასიათებელ ნიშნებზე. ისტ.VIII.11.მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს ადამიანის უფლებების საფუძვლები და მათი განვითრების ისტორიული პირობები ინდიკატორი: საკუთარი უფლებებიდან გამოყოფს თანდაყოლილ და შეძენილ უფლებებს,ასახელებს ღირებულებებს რომლებიც აღნიშნულ უფლებებს დაედო საფუძვლად შეფასების კრიტერიუმები: ვარიანტი N1ტესტი 10 ქულიანია N სწორი პასუხი ქულა 1 ბ 0,5 ქ 2 ა 0,5 ქ 3 ბ 0,5 ქ 4 ბ 0,5 ქ 5 გ 0,5 ქ 6 ა 0,5 ქ 7 1 .მიზეზი-კ.სიცილია მთავარსარდალი ჰასდრუბალ ბარკა, შედეგი -კართაგენის დამარცხება 2.მიზეზი-რომის მფარველობაში მყოფი ქალაქის დარბევა კართაგენელების მიერ. მთავარსარდალი ჰანიბალ ბარკა,სციპიონ აფრიკელი. შედეგი-კართაგენი დამარცხდა და ხარკი იკისრა 1ქ 1ქ 8 ბ,გ, ა,დ 1 ქ 9 საკუთარი პოზიცია-1ქ ,მსჯელობა-1ქ 1 10 საკუთარი პოზიცია-1ქ ,მსჯელობა-1ქ 1/1 ვარიანტი N2 N სწორი პასუხი ქულა 1 ბ 0,5 ქ 2 ბ 0,5 ქ 3 ა 0,5 ქ 4 ა 0,5 ქ 5 ა 0,5 ქ 6 ბ 0,5 ქ 7 1.მიზეზი-თურქ-სელჩუკების მიერ იერუსალიმის დაპყრობა;მონაწილეები-ჯვაროსანი რაინდები და თურქ-სელჩუკები; შედეგი- იერუსალიმის გათავისუფლება 4.მიზეზი-იერუსალიმის გათავისუფლება; მონაწილეები-ჯვაროსნები შედეგი; დაპიპყრეს კონსტანტინეპოლი და დაარსეს ლათინთა იმპერია. 1ქ 1ქ 8 ბ,ა,დ,გ 1 ქ 9 საკუთარი პოზიცია-1ქ ,მსჯელობა-1ქ 2 10 საკუთარი პოზიცია-1ქ ,მსჯელობა-1ქ 2 დანართი N4 შემაჯამებელი N 2 VIII კლასი მოსწავლის სახელი გვარი-------------------------------1.ჩამოთვლილთაგან რომელი ომი დამთავრდა ვესტფალიის ზავით? (0,5ქ)ა) პოლიტიკური დაპირისპირება საფრანგეთში ბ)ასწლიანი ომი გ) ოცდაათწლიანი ომი 2.ვის სახელს უკავშირდება გერმანიის გაერთიანება? (0,5ქ) ა)ოლივერ კრომველი ბ)ოტო ფონ ბისმარკი გ)ნაპოლეონ ბონაპარტი 3.მმართველობის რა ფორმა დამყარდა ინგლისში მეფის სიკვდილით დასჯის შემდეგ? (0,5ქ) ა) დიქტატურა ბ) რესპუბლიკა გ)აბსოლიტური მონარქია 4.ჩამოთვლილთაგან რომელი მოვლენაა ,,სტიუარტების რესტავრაცია“?(0,5ქ)ა)ჩარლზ I-ის სიკვდილით დასჯა ბ)ჩარლზ II ტახტზე ასვლა გ)თიუდორების დინასტიის დასასრული 5.კონტინენტური ბლოკადით ევროპის ქვეყნებს ეკრძალებოდათ : (0,5ქ) ა) ინგლისთან ვაჭრობა ბ) სამხედრო კავშირი რუსეთან გ) ვაჭრობა ავსტრიასთან 6. ვენის სისტემა გულისხმობდა: (0,5ქ)ა) კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას ევროპაში ბ)საფრანგეთის დასჯას გ) ნაპოლეონის გადასახლებას კუნძულ ელბაზე 7. ჩამოთვლილთაგან რომელია ნაპოლეონის უკანასკნელი ბრძოლა? (0,5ქ)ა) ბოროდინო ბ) აუსტერლიცი გ) ვატერლოო 8 . ჩამოთვლილთაგან რომელი ზავით დასრულდა სედანის ბრძოლა? (0,5ქ) ა)ფრანკფურტის ზავი ბ) პრაღის ზავი გ) ვესტფალიის ზავი 9. ჩამოთვლილთაგან რომელია საზღვაო ბრძოლა ? (0,5ქ)ა)ბოროდინოს ბრძოლა ბ)სედანის ბრძოლა გ) ტრაფალგარის ბრძოლა 10. რომელი სახელმწიფოს ფლოტი იყო ,,დიდი არმადა“ (0,5ქ) ა) ინგლისის ბ) ესპანეთის გ) ოსმალეთის 11.დაალაგეთ ქრონოლოგიური თანმიმდევრობით: (1ქ) 1. ოტო ბისმარკი 2. ნაპოლეონ ბონაპარტი 3. ჩარლზ I 4.ფილიპე II 12.დაუკავშირეთ ერთმანეთს(1ქ) 1.დიდი არმადა ა)აშშ 2.სტიუარტების რესტავრაცია ბ)საფრანგეთი 3.ბასტილიის აღება გ) ინგლისი 4.მონობის გაუქმება დ) ესპანეთი 13.შეავსეთ საფრანგეთის მმართველობის ფორმები 1789 წლიდან 1799 წლამდე: (2჻ქ) მიზეზი იაკობინელთა დიქტატურის დამხობა მმართველობის ფორმა კონსტიტუციური მონარქია რესპუბლიკა 3 კონსულის მმართველობა იმპერია 14.იმსჯელეთ უნდა აგოს თუ არა ერთმა ადამიანმა(მონარქმა) პასუხი საზოგადოების წინაშე ქვყანაში არსებული ვითარების გამო? ( 1ქ)-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------მასწავლებელი ლ.როინიშვილი შემაჯამებელი N2 მისაღწევი შედეგები: ისტ.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან. • სახელმძღვანელოში არსებულ თემებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ფაქტებსა და მოვლენებს ალაგებს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით ისტ.VIII.8. მოსწავლეს შეუძლია ახსნას სახელმწიფოში მმართველობის ფორმისა და პოლიტიკური რეჟიმის ურთიერთკავშირი.  ირჩევს რომელიმე ქვეყანას და მის მაგალითზე ჩამოთვლის მიზეზებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენს სახელმწიფო მმართველობის ცვლილებადობაზე; ისტ.VIII.14. მოსწავლეს შეუძლია საზოგადოებაში ადამიანის ურთიერთობების კვლევა. • მსჯელობს ადამიანისა და საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულებაზე, განასხვავებს პიროვნებისა და საზოგადოების ინტერესებს; შეფასების კრიტერიუმები: N სწორი პასუხები ქულა 1-10 1-გ; 2-ბ;3-ბ;4-ბ;5-ა;6-ა;7-გ;8-ა;9-გ;10-ბ; 1 სწორი პასუხი 0,5 ქ. სულ 5 ქულა 11 4,3,2,1 1 ქულა 12 1-დ; 2-გ;3-ბ;4-ა; 1 ქულა 13 1791 დამფუძნებელმა კრებამ მიიღო კონსტიტუცია ; მონარქია დაემხო; 5 კაციანი დირექტორიის მმართველობა ; 18 ბრიუმერის გადატრიალება;ნაპოლეონმა თავი იმპერატორად გამოაცხადა; ნებისმიერი 2 სწორი პასუხი 1 ქულა;4 სწორი პასუხი 2 ქულა; 14 ნებისმიერი ლოგიკური და დასაბუთებული პასუხი მისაღებია 1 ქულა თუ მსჯელობა ნაკლებად ჩანს პასუხში 0, 5 ქულა დანართი N5 შემაჯამებელი N3 VIII კლასი სახელი,გვარი--------------------------------- 2 . რომელი ქვეყანა ითვლება ფაშიზმის სიმბოლოდ?(0,5ქ) ა) იტალია ბ) საფრანგეთი დ) გერმანია 3.ჰიტლერმა 1934 წელს თავი გამოაცხადა : (0,5ქ) ა) კაუდილიოდ ბ) დუჩედ გ) ფიურერად 4.რა არის ჰოლოკოსტი ? (0,5ქ) ა)ებრაელების გენოციდი ბ) ებრაელების დასახლება გ) ებრაელთა გადასახლება 5.1922 წელს მიღებული კანონის თანახმად რუსეთში მხოლოდ ერთი პარტია დარჩა: (0,5ქ) ა) დემოკრატიული პარტია ბ) კომუნისტური პარტია გ) რესპუბლიკური პარტია 6. რა სახელით არის ცნობილი მეორე მსოფლიო ომის პერიოდი (0,5ქ) ა)გამოუცხადებელი ომი ბ) ცივი ომი გ) თბილი ომი 7.ვინ და რომელი ქვეყნის ლიდერები არიან ფოტოს წინა პლანზე გამოსახული? (2ქ) 8.შეავსეთ ცხრილი : ,,პოლიტიკური რეჟიმები და სამოქალაქო საზოგადოება „ ( 3ქ ) რეჟიმი დემოკრატიული ტოტალიტარული ავტორიტარული ხელისუფლების შტოები განსხვავებული აზრი კანონმდებლობა 9.იმსჯელეთ რა პირობებია აუცილებელი საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაარსებობისათვის?(2ქ) ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ მასწავლებელი ლ.როინიშვილი შემაჯამებელი N3 მისაღწევი შედეგები: ისტ.VIII.8. მოსწავლეს შეუძლია ახსნას სახელმწიფოში მმართველობის ფორმისა და პოლიტიკური რეჟიმის ურთიერთკავშირი.  ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა პოლიტიკურ რეჟიმს ისტ.VIII.12. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაარსებობისთვის აუცილებელი პირობები. • ჩამოთვლის იმ ღირებულებებს, რომლების პატივისცემა აუცილებელია ადამიანების მშვიდობიანი თანაარსებობისათვის; დასაბუთებისას იყენებს ადამიანების (მაგ.: განსხვავებული რასის, ეროვნების ან სარწმუნოების) მშვიდობიანი თანაცხოვრების მისთვის ცნობილ მაგალითებს ისტორიიდან და თანამედროვეობიდან; შეფასების რუბრიკა: N სწორი პასუხები ქულა 1-6 1-ესპანეთის სამოქალაქო ომი; 2-ა;3-გ;4-ა;5-ბ;6-ბ; 1 სწორი პასუხი-0,5 ქულა; 7 1.ჰიტლერი-გერმანია 2.სტალინი -სსრკ 0,5- 0,5 ქულა; 0,5- 0,5 ქულა; 8 1.დემოკრატიულ რეჟიმს ახასიათებს: ხელისუფლების შტოები,განსხვავებული აზრი, კანონმდებლობა; 2.ტოტალიტარულ რეჟიმს- კანონმდებლობა (არადემოკრატიული) 3.ავტორიტარულ რეჟიმს 1 ქულა 1 ქულა 1 ქულა 9 ნებისმიერი ლოგიკური და დასაბუთებული პაუხი 2 ქულა/1 ქულა(ნაკლებად არგუმენტირებული დანართი N6 შემაჯამებეიN4 თემა: ,,კავკასიის ომი და მისიშედეგები XIX ს“ ისტ.VIII.2. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს კონფლიქტის შედეგად გამოწვეული მიგრაციული პროცესები. • მოიპოვებს ინფორმაციას (ისტორიული რუკების, სახელმძღვანელოსა და დამატებითი ლიტერატურის საშუალებით) ომის შედეგად გამოწვეული მიგრაციების შესახებ . ისტ.VIII.7. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს კავკასიის რეგიონი. • საუბრობსკავკასიისხალხებისყოფასადაადათ-წესებშიარსებულმსგავსებებსადაგანსხვავებებს(მაგ.: ქართველებისადაჩრდილოეთკავკასიელიხალხების, ქართველებისადასომხებისდა ა. შ.); ისტ.VIII.13. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობაპოლიტიკურიდაეკონომიკურიპროცესებით გამოწვეულ სოციალურ ცვლილებებზე. • წერილობით ადარებს სხვადასხვა ქვეყანაში ომით გამოწვეულ სოციალურცვლილებებს; რეფერატი თემა: ,,კავკასიის ომი და მისი შედეგები XIX ს“ N კრიტერიუმები 0,5ქ 1ქ 2 ქ 1 მიზანი /თეზისი კვლევის იდეის ჩამოყალიბება კვლევის მიზანი არ არის განსაზღვრული კვლევის მიზანი ჩამოყალიბებული, მაგრამ ბუნდოვნად შესავალში მკაფიოდ არის კითხვა/კითხვები, რომელზეც პასუხი არის რეფერატში 2 რეფერატის ორგანიზება (სტრუქტურა:შესავალი,ძირითადინაწილი,დასკვნა) ბიბლიოგრაფია ნაშრომის სტრუქტურა ნაწილობრივ არის გამართული. შესავალში ზოგადად მიმოიხილავს კავკასიის მდებარეობისა და მისი მნიშვნელობის,კავკასიის ხალხთა ყოფაცხოვრებასა და ტრადიციებს. არ აკეთებს დასკვნას დ არ აქვს დართული ბიბლიოგრაფია ან არ აკეთებს შესავალს ,საუბრობს მხოლოდ კავკასია-რუსეთის ურთიერთობა XVIII-ის ბოლოს და XIX საუკუნეში,არ აკეთებს დასკვნას,აქვს დართული ბიბლიოგრაფია სტრუქტურა დაცულია, შესავალში ზოგადად მიმოიხილავს კავკასიის მდებარეობისა და მისი მნიშვნელობის,კავკასიის ხალხთა ყოფაცხოვრებასა და ტრადიციებს. ძირითად ნაწილში ,საუბრობს მხოლოდ კავკასია-რუსეთის ურთიერთობა XVIII-ის ბოლოს და XIX საუკუნეში, დასკვნა ნაწილობრივ არის წარმოდგენილი ან არ ახლავს ბიბლიოგრაფია სტრუქტურა დაცულია, ზოგადად მიმოიხილავს კავკასიის მდებარეობისა და მისი მნიშვნელობის,კავკასიის ხალხთა ყოფაცხოვრებასა და ტრადიციებს. ძირითად ნაწილში ,საუბრობს კავკასია-რუსეთის ურთიერთობა XVIII-ის ბოლოს და XIX საუკუნეში,საუბრობს ომის შედეგად გამოწვეული მიგრაციის შესახებ(მუჰაჯირობა). აკეთებს დასკვნას . ნაშრომს ახლავს ბიბლიოგრაფია. 3 კვლევა მოსაზრების /არგუმენტირება მოსწავლეს არ გააჩნია პოზიცია თემასთან მიმართებაში, გადმოსცემს მხოლოდ ფაქტებს რუსეთის პოლიტიკაზე კავკასიაში .არ ავლენს წყაროების ანალიზის უნარს მოსწავლე ავლენს წყაროების ანალიზის უნარს, თუმცა უჭირს წყაროებში ფაქტებისა და ვარაუდების გარჩევა უჭირს საკუთარი პოზიციის დაცვა მოსწავლე დამაჯერებლად განასხვავებს ფაქტებს და ვარაუდს. წყაროების ანალიზის საფუძველზე გამოთქვამს ვარაუდებს,ახერხებს კითხვებზე პასუხის გაცემას.აყალიბებს საკუთარ პოზიციას რუსეთის პოლიტიკაზე კავკასიაში და ამყარებს მას არგუმენტებით,მსჯელობს თამამად. 4 თვალსაჩინოება ახლავს თვალსაჩინოება ,თუმცა ნაკლებად შეესაბამება თემას მოცემული თვალსაჩინოება შეესაბამება თემას მოცემული თვალსაჩინოება სრულად შეესაბამება თემას 5 დასკვნა რეფერატში მოცემული დასკვნები არაარგუმენტირებული და მცდარია რეფერატში მოცემული დასკვნები ნაწილობრივ არგუმენტირებულია აჯამებს იმ შედეგებს რომელიც რუსეთთან ომის შემდეგ დადგა კავკასიაში.და კარგად ახერხებს ამის მკითხველამდე მიტანას სულ 10 ქულა დანართი N7 შემაჯამებელი N5 პროექტის შეფასების რუბრიკა კრიტერიუმები 1 ქ 2 ქ 3ქ 1 მიზანი მიზანი ბუნდოვანია მიზანი კარგად გამოკვეთილი და მარტივად აღსაქმელია --------- 2 ორგანიზება სუსტად ორგანიზებული კარგად ორგანიზებული,ლოგიკური გადასვლა ერთი იდეიდან მეორეზე ----- 3 ენობრივი გამართულობა ენობრივად გაუმართავი/ხშირი შეცდომებით ენობრივი გამართულია ------ 4 კვლევა კვლევა არაეფექტურად არის დაგეგმილი. წყაროები არ არის გამოყენებული/არ არის სანდო კვლევა დაგეგმილია,მაგრამ ჯგუფის პოტენციალი მთლიანად არ არის გამოყენებული, შეზღულული რაოდენობის წყაროებია გამოყენებული კვლევა არის დაგეგმილი,გამოყენებულია არაერთი წყარო და ანალიზი სიღრმისეულია 5 შემოქმედებითობა ზოგჯერ ჩანს ჯგუფის ორიგინალურობა,რაც ეხმარება პროექტის უკეთ წარმოჩენაში ჩანს ჯგუფის ორიგინალურობა ,სიახლე და თავისებური ხედვა,რაც პროექტს საინტერესოს ხდის. -------- 6 თვალსაჩინოება თვალსაჩინოება შინაარსთან შეუსაბამოა თვალსაჩინოების კავშირი შინაარსთან ნათელია, მაგრამ ერთფეროვანია. მრავალფეროვანი შინაარსის შესატყვისი, აკურატულად შესრულებულია 7 დასკვნა არ არის ჩამოყალიბებული დასკვნები დასკვნები ჩამოყალიბებულია კვლევის ადეკვატურად, მაგრამ არ არის მკაფიო დასკვნებში არის სიახლე, ლოგიკური კავშირი იგრძნობა კვლევასთან,ისინი მკაფიოდაა ჩამოყალიბებული 8 პრეზენტაცია ეფექტურად არ არის წარმოჩენილი პროექტის არსი,უჭირს აზრის ჩამოყალიბება და პასუხის გაცემა,არ არის მიზნობრივად გამოყენებული თვალსაჩინოებები ბუნდოვნად აყალიბებს პროექტის არსს.იყენებსთვალსაჩინოებებს,პასუხობს შეკითხვების უმეტესობას. ნათლად არის ჩამოყალიბებული პროექტის არსი,მკაფიომეტყველება,აუდიტორიაზეგათვლილი,იყენებს თვალსაჩინოებებს და პასუხობს ყველა კითხვას სულ 20 ქ( მიღებული ქულა გაიყოფა ორზე) N5 პროექტი ისტ.VIII.3. მოსწავლეს შეუძლია გამოყოს და დაახასიათოს მნიშვნელოვანიმოგზაურობები. • სახელმძღვანელოსადადამხმარე მასალის გამოყენებითადგენსიმმოგზაურებისსახელებსადამშობლიურქვეყნებს, რომლებმაცახალი ქვეყნები თუ კონტინენტები აღმოაჩინეს.მოპოვებულიინფორმაციადააქვსდროისსკალაზე; ისტ.VIII.4. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობაკომუნიკაციებისგანვითარების ისტორიაზეუძველესიდროიდანდღემდე. • ცხრილში აჯგუფებსმშობლიურენაშიუცხოენებიდანნასესხებსიტყვებს. • ირჩევსერთ-ერთუმნიშვნელოვანესსავაჭრო-სახმელეთოგზასდაწერილობითაღწერსმის საკომუნიკაციოსირთულეებსადაამგზისსოციალურ-ეკონომიკურმნიშვნელობას; ისტ. VIII. 5. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ვაჭრობის მნიშვნელობაზე ადამიანისა და საზოგადოების კეთილდღეობისთვის. • მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე აღწერს შემთხვევებს, როდესაც ადამიანებს მათთვის აუცილებელი საქონლის შეძენის მხოლოდ ერთი ან რამდენიმე წყარო აქვთ; ადარებს ამ ორ მდგომარეობას და მსჯელობს ერთ-ერთის უპირატესობაზე; • ასახელებს მისთვის ცნობილ რამდენიმე კომპანიას/ფირმას, რომლებიც ერთსა და იმავე სახის საქონელს აწარმოებენ; ირჩევს, მისი აზრით, საუკეთესო მწარმოებლის გამოსავლენ კრიტერიუმებს და ასაბუთებს თავის მოსაზრებას; ისტ.VIII.14. მოსწავლეს შეუძლია საზოგადოებაში ადამიანის ურთიერთობების კვლევა. • ისტორიულ-ლიტერატურული მემკვიდრეობიდან დაადგენს მოსწავლის ქცევის კოდექსს განსხვავებულ ეპოქებსა და კულტურებში. ისტ.VIII.15.მოსწავლეს შეუძლია მსოფლიოში არსებული რელიგიური სისტემების კლასიფიკაცირება და მათ შორის არსებულ მსგავსებებისა და განსხვავებების გააზრება. • მსჯელობს მსოფლიო რელიგიების (ქრისტიანობა, ისლამი, ბუდიზმი) ჩამოყალიბების ისტორიაზე; • მსჯელობს ქრისტიანული ეკლესიიის წიაღში არსებული მიმართულებების (მონოფიზიტობა, კათოლიციზმი, მართლმადიდებლობა, პროტესტანტიზმი) შესახებ. საუბრობს მათი ჩამოყალიბების მიზეზებზე; ისტ.VIII.16.მოსწავლეს შეუძლია აღწეროს მსოფლიო კულტურის შედევრები. • ჩამოთვლის მსოფლიო არქიტექტურის ღირსშესანიშნავ ძეგლებს. აჯგუფებს მათ ისტორიული ეპოქების მიხედვით. მსჯელობს მათი შექმნის ისტორიაზე; • ილუსტრაციების გამოყენებით ცხრილში აჯგუფებს და განასხვავებს სხვადასხვა სტილით ნაგებ არქიტექტურის ძეგლებს; ისტ.VIII.17. მოსწავლეს შეუძლია შეისწავლოს განათლების სისტემის საფუძვლები. მსჯელობს განათლების მიღების უთანაბრობაზე განსხვავებულ ეპოქებსა თუ ქვეყნებში; მიუთითებს ამ უთანაბრობის მიზეზებს; ისტ.VIII.18. მოსწავლეს შეუძლია საზოგადოების კულტურის საფუძვლებისკვლევა. • თანაკლასელებთანერთადირჩევსსპორტისერთ-ერთგავრცელებულ (მსოფლიოშიანრეგიონში) სახეობასდაგანიხილავსმისიგანვითარებისპირობებს(მაგ.: წარმოშობა, გავრცელებისდინამიკა, ეფექტიანობადაა.შ.); კონტურულრუკაზედაიტანსსპორტისამსახეობისისტორიულგანვითარებასდაჯგუფშიგანხილვისშედეგებთანერთადაცნობსთანაკლასელებს; რეფლექსია კვლევის გაზიარების შესახებ ქალაქ თბილისის 180-ე საჯარო სკოლაში ჩავატარე საკუთარი პრაქტიკის კვლევა ,, შემაჯამებელი სამუშაო და მისი შესაბამისობა საგნობრივ სტანდარტთან „ საკვლევი თემის არჩევანი განაპირობა შემაჯამებელი სამუშაოების ანალიზმა გასული სასწავლო წლის ბოლოს ,როდესაც აღმოვაჩინე ,რომ ჩემს მიერ შედგენილი და გამოყენებული შემაჯამებელი სამუშაოები VIII კლასში, სტანდარტით გათვალისწინებული შედეგების მხოლოდ 61 % -ს ამოწმებდა. (VIII კლსის სტანდარტი მოიცავს 18 შედეგს) გაჩნდა კითხვა შესაძლებელია თუ არა სწორად დაგეგმილი და მრავალფეროვნი შემაჯამებელი სამუშაოებით საგნობრივი სტანდარტის მეტი შედეგის დაფარვა? კვლევა განხორციელდა 2017-2018 სასწავლო წელს,მიმდინარეობდა რვა თვის მანძილზე (ოქტომბერი-მაისი) კოლეგების უკუკავშირს ვიღებდი კვლევის პროცესშიც,პერიოდულად კვლევის მიმდინარეობისას ვუზიარებდი მათ შუალედურ შედეგებს. კვლევის დასრულების შემდეგ შედეგები გავუზიარე კოლეგებსა და სკოლის დირექციას პრეზენტაციის სახით. კვლევის პროცესში მოვაწყვეთ სამუშაო შეხვედრა კოლეგებთან თემაზე ,,შემაჯამებელი სამუშაოს ტიპები“,სადაც გავაცანი კოლეგებს ჩემს მიერ დაგეგმილი ინტერვენციები და მოვისმინე მათი მოსაზრებები. კვლევის შედეგების გაზიარება საინტერესო აღმოჩნდა კოლეგებისათვის. დაინტერესდნენ კვლევის შედეგებით. გაჩნდა სურვილი გამოკვეთონ მათ პრაქტიკაში არსებული პრობლემები და განახორციელონ საკუთარი პრაქტიკის კვლევა. უკუკავშირი იყო როგორც დადებითი ასევე უარყოფითი.კოლეგების მცირე ნაწილი თვლის რომ შემაჯამებლების ასეთი დეტალური ანალიზი დიდ დროს მოითხოვს,თუმცა უმეტესობა თანხმდება რომ შემაჯამებლების სწორად შედგენა და ანალიზი, სწავლა სწავლების ხარისხის გაუმჯობესების აუცილებელი პირობაა. კოლეგების უკუკავშირი იყო იყო კონსტრუქციული და საქმიანი. გამოითქვა მოსაზრება რომ სხვადსხვა საგანში შემაჯამებლების ბანკი შეიქმნას , რომელიც მუდმივად განახლებადი იქნება და გამოიყენებენ კოლეგები საჭიროების მიხედვით. კვლევის პროცესი განსაკუთრებით საინტერესო იყო ,თანამშრომლობის თვალსაზრისით , ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან , რომელიც იმვე კლასში და იგივე თემის, კვლევაზე მუშაობდა . ხშირად ვუზიარებდით მოსაზრებების ერთმანეთს,ვაცნობდით შუალედურ შედეგებს . ჩემს მიერ განხორციელებული კვლევა და კვლევის შედეგების გაზიარება დაეხმარება კოლეგებს თვითონ წარმართონ პედაგოგიური კვლევა,პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით. ადმინისტრაციას საშუალებას მისცემს გაეცნოს კვლევის შედეგებს , დააკვირდნენ მოსწავლეთა სწავლა სწავლების პროცესს.

Комментариев нет:

Отправить комментарий

აი როგორები ვართ ჩვენ!!!